ახალი ამბები
ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას აქციებით გააპროტესტებენ
FaceBook
ტყიბულის  შახტაში, მიმდინარე წლის 9 მაისს, ოთხი ადამიანის დაღუპვას აქციებით გააპროტესტებენ.
საპროტექსო გამოსვლებს, ქუთაისიპოსტთან საუბარში, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აანონსებენ.

"საქართველოს რკინისგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" აპარატის უფროსი, პაატა ნინუა ამბობს, საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მოქალაქემ უნდა მიიღოს.

"აუცილებლად უნდა მოხდეს მასიური დაგმობა ამ საზარელი შემთხვევის, რადგან განსაცვიფრებელია ის სტატისტიკა, რომელიც დღეს გვაქვს. საწარმოო ტრამვებით დაღუპული ადამიანების რიცხვი იმატებს და აუცილებელია მთავრობას დროული და გადამჭრელი ზომების მიღება ვაიძულოთ," - აცხადებს პაატა ნინუა.

მისივე თქმით, პრობლემის გადაწყვეტის გზა, ინსპექტირების ჯგუფის სისტემის ჩამოყალიბებაშია, რომელიც ქმედით ღონისძიებებს გაატარებს. 

კონკრეტულად თუ როდის დაიწყება მასიური საპროტესტო ტალღა საქართველოში, ამის თაობაზე ინფორმაცია დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას, რომელსაც 4 მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტყიბულის შახტში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლეემსხვერპლა.საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით, შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.



ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს

"საქნახშირი ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება


Print