ახალი ამბები
"სახეში გაარტყა" - სამტრედიაში კალაძის მამის მიერ გამგებელის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ
FaceBook
სამტერდიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები კახა კალაძის მამის მიერ  გამგებელის, ვალერი ფოცხვერიას მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ. 

"სამტრედიის გამგებელი კარლო კალაძემ საჯაროდ დასაჯა და ხალხის წინაშე სახეში გაარტყა," - ამბობენ ადგილობრივები.

"მეც გავიგე რომ კალაძის მამამ ვალერი ფოცხვერიას საჯაროდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, ფაქტის მომსწრე არ ვყოფილვარ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" სამტერდიის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ემზარ შუბლაძე.

ფიზიკური შეურაცხყოფის შესაძლო მიყენების მიზეზად ადგილობრივები გამგებლის მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყეტილებას ასახლებენ. თუმცა, ვერ აკონკრეტებენ, თუ რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი ან რამ გაანაწყენა კარლო კალაძე.

ადგილობრივების თქმით, რეალურად სამტრედიის გამგებელი, ვალერიან ფოცხვერია, კალაძის მამის გარეშე ვერცერთ საკითხს ვერ წყვეტს და მუნიციპალიტეტს კარლო კალაძე მართავს.

"ვალერი ოფიციალურადაა გამგებელი, თორემ ყველაფერს კარლო მართავს. ამის გამო დაარქვეს სამტრედიელებმა მას დონ კარლიოტო," - ამბობენ ადგილობრივები.

სამტრედიის გამგებელი  ჩვენთან სატელეფო საუბარში მომხდარს არ ადასტურებს.  "კარლო კალაძე ჩემზე 20 წლით უფროსია და ჯერ ერთი ვერ მომერევა. ეს არის სასაცილო სიცრუე", -  განმარტავს ვალერი ფოცხვერია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში და ტელეფონი გათიშა.

რაც შეეხება კარლო კალაძის პოზიციას, არაერთი მცდელობის მიუხედავად მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 

კარლო კალაძეს, სამტრედიის გამგებელის საქმიანობაში ჩარევაში და არაოფიციალურ მმართველობაში 2015 წელსაც  ადანაშაულებდნენ. 






Print