ახალი ამბები
"შეწყდეს მშრომელების სიცოცხლის გაყიდვა" - აქცია ტყიბულში
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. ახალგაზრდებმა შახტაში დასაქმებულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მომხდარი ტრაგედია გააპროტესტეს.
"ჩვენ გვჭირდება ქმედითი შრომითი ინსპექცია", "სახელმწიფო მკვლელია'", "ნუ დადგები ჩაგვრის მხარეს",  "შეწყდეს მშრომელების სიცოცხლის გაყიდვა"- ამ სლოგანით ახალგაზრდებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა შესაბამისს უწყებებს დროული რეაგირებისკენ და შრომითი კანონმდებლობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს.

ტყიბულის შახტში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით, შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

შახტში გარდაცვლილები 14 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დღეს დილით ამოიყვანეს.



ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს

"საქნახშირი ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება




Print