ახალი ამბები
"საქნახშირი ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება
FaceBook
"საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ადმინისტრაცია ტყიბულის შახტში დაღუპულთა ოჯახებს ფულადი კომპენსაციით დაეხმარება.
"ასეთ შემთხვევაში ყოველთვის ეხმარება კომპანია მეშახტეებს. თუმცა, კონკრეტულად რა თანხით ეს არის კონფიდენციალური და ინდივიდუალური", - განმარტავენ საქნახშირის ადმინისტრაციაში.

ტყიბულის შახტში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით, შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

შახტში გარდაცვლილები 14 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დღეს დილით ამოიყვანეს.


ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს







Print