ახალი ამბები
ბაღდათში ნარგავების დასაცავად გამოყენებული პარკები ჩამოხსნეს (ფოტო)
FaceBook
ბაღდათში მუნიციპალიტეტში ნარგავების დასაცავად გამოყენებული პარკები ჩამოხსნეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ გოგსაძის განმარტებით, გაზონებზე ნარგავების დასაცავად პარკების დროებით  განათავსეს.
"მერე მისი შეცვლა გვინდოდა მაგრამ 9 მაისი არასამუშაო დღე იყო და ვერ მოვახერხეთ ახლა კი შევცვალეთ  ლენტით", -  ამბობს არჩილ გოგსაძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზონების კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რის გამოც, ეს ტერიტორია დაახლობით ათი დღეა რაც მავთულზე დამაგრებული ერთჯერადი პოლიეთილენის ცელოფნებით, ე.წ ბარიერით იყო დაცული.



თეონა წითაძე


Print