ახალი ამბები
"თუკი არ გამოიკვლევენ შახტაში რა მოხდა სერგეენკოს გადადგომას მოვითხოვთ" – კახა კუკავა
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე, კახა კუკავა ჯანდაცვის სამინისტროს ტყიბულის შახტაში ოთხი ადამიანის დაღუპვის ფაქტზე კვალიფიციური დასკვნის დადებას სთხოვს. 

ამის შესახებ კაკა კუკავამ, ქუთაისში პარტიის ოფისში ვიზიტისას განაცხადა. კუკავა დასკვნის დასადებად სერგეენკოს უწყებას ერთ კვირიან ვადას აძლევს. 

"მიწისძვრის ან ვულკანის გამო რომ მოხდარიყო მაშინ იქნებოდა ეს უბედური შემთხვევა, ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ ვიღაცას ეზარება შესაბამისი ტექნიკა იყიდოს. ერთ–ერთი შეტევითი ოპერაციის დროს ჟუკოვმა თქვა, "ჯარისკაცებს ნუ დაინანებთ, კიდევ დაიბადებიან! აი დაახლოებით ასეთი პრინციპით ჩვენი ოლიგარქები, რომლებსაც ეკუთვნით საწარმოები ამბობენ, მუშებს ნუ დაინანებთ, კიდევ ახლებს ავიყვანთ. ეს არის ბარბაროსული, ველური მიდგომა. თუკი არ გამოიკვლევენ რეალურად რა მოხდა სერგეენკოს გადადგომას აქციით მოვითხოვთ", – ამბობს კახა კუკავა. 

კუკავას განცხადებით,  პარტიის მოთხოვნის შეუსრულობლობის შემთხვევაში ისინი აქციების დაწყებას, ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს გადადგომის მოთხოვნით დაიწყებენ.

ტყიბულის შახტაში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

შახტაში გარდაცვლილები 14 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დღეს დილით ამოიყვანეს.

ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"
Print