ახალი ამბები
ტყიბულის შახტში ოთხი გარდაცვლილიდან ორი პროფკავშირის წევრია
FaceBook
ტყიბულში 9 მაისს შახტაში დაღუპული ოთხი ადამიანიდან ორი პროფკავშირის წევრია. ცხედრები ამ დრომდე ქუთაისის პროზექტურაში რჩება.
საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე, ტყიბულში მომხდარი ფაქტზე პასუხისმგებლობას კომპანიის გარდა, ხელისუფლებასაც აკისრებს.

"დასაქმებულებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ნამბობი გვეუბნება იმას, რომ სამუშაო ადგილი, სადაც ხორციელდებოდა სარემონტო სამუშაოები, არ იყო შესაბამისად მომზადებული. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამწევი დანადგარი, ასხლტა საყრდენი ფიქსატორიდან და ჩავარდა შახტში.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ ლიფტის კაბინა არ იყო დაფიქსირებული, რაც ადასტურებს რომ სარემონტო სამუშაოები არ იყო მომზადებული. თუმცა, არ არის გამორიცხული, კვლევის მიმდინარეობისას გამოვლინდეს კიდევ სხვა დარღვევებიც. ვფიქრობ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა კომპანიის გარდა, აუცილებლად ეკისრება იმას ვინც ხელს უშლის დღემდე შრომის ინსპექციის შექმნას. ყველა პარლამენტარს და მთავრობის წარმომადგენელს, ვინც ლობირებს და დათვურ სამსახურს უწევს ბიზნესს'', - განაცხადა  შემთხვევის ადგილზე მისულმა  თამაზ დოლაბერიძემ.
საქნახშირის  ადმინისტარციაში მომხადრთან  დაკავშირებით დეტალებზე გამოძიების დასრულებამდე არ აკეთებენ.

მინდელის სახელობის შახტა ამ დროისთვის უკვე დატოვეს მთავრობის წარმომადგენლებმა.

ტყიბულის შახტაში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლეემსხვერპლა.

საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

შახტაში გარდაცვლილები 14 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დღეს დილით ამოიყვანეს.



ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს


თეონა ჯანელიძე

Print