ახალი ამბები
ქუთაისში მცხოვრებმა ქალმა პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია მეორედ გამართა
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები 50–მდე წლამდე ასაკის ქალი უკვე მეორედ უშედეგოდ ცდილობს პროკურორთან შეხვედრას. 
ის ამბობს, რომ მასზე ყოფილი მეუღლე ძალადობს.  დაზარალებული  ამბობს, რომ ყოფილი ქმრის გარდა მას შეურაცხყოფას პოლიციელებიც აყენებენ.  

"პოლიციელებმა ბრალი დამდეს შენ შვილებს ამათხოვრებდიო, რაც არის სრული აბსურდი. რატომ ვერ დამიმტკიცეს მაშინ თუ ეს მართალი იყო? რა უნდათ ჩემგან ვერ გავიგე. თავს შევაკლავ თუ არ დაისჯებიან დამნაშავეები", – ამბობს მ. ა. 

დაზარალებულის თქმით, ყოფილი მეუღლის დასჯის მოთხოვნით  პროკურატურაში წერილი  უკვე შეიტანა. უწყების პრესსამსახურში  განგვიმარტეს, რომ საქმეს მოიკვლევენ. 

არის თუ არა პირზე ძალადობის მუხლით საქმე აღძრული შინაგან საქმეთა სამინისტროში განამარტეს, რომ:

"თქვენთვის საჭირო ინფორაციის მიღება შესაძლებელი იქნება პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კონკრეტული, კანონით გათვალისწინებული, სამართლებივი საფუძვლის ან მიზნის წარმოდგენის შემთხვევაში", - ნათქვამია უწყებიდან  ქუთაისიპოსტისთვის გამოგზავნილ წერილში.

"დაისაჯონ დამნაშავეები" - ამ მოთხოვნით ქუთაისში მცხოვრებმა 50 წლამდე ასაკის ქალმა პროკურატურასთან აქცია ორი კვირის წინ გამართა.





Print