ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება.
სინოპტიკოსების ცნობით, მიმდინარე წლის 10 მაისს დღის მეორე ნახევრიდან კოლხეთის დაბლობზე და იმერეთის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

"დღის მეორე ნახევრიდან ტემპერატურა დაიკლებს. შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები უფრო გაძლიერდება ღამის სააათებში და ძლიერი ნალექი შენარჩუნდება 11 მაისსაც", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძვანელი, დოდო გავაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 12-14 მაისს გამოიდარებს და ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება.

თუმცა, დასავლეთ საქართველოში 15 მაისიდან კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

Print