ახალი ამბები
პოლიეთილენის პარკები ნარგავების დარაჯად (ფოტო)
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზონების კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რის გამოც, ეს ტერიტორია დაახლობით ათი დღეა რაც მავთულზე დამაგრებული ერთჯერადი პოლიეთილენის ცელოფნებით, ე.წ ბარიერით არის დაცული.

"გაზონზე ბალახი დათესეს ეს ე.წ. პოლიეთილენის პარკის მავთული გააბეს იმისთვის, რომ ხალხი არ გადავიდეს. ასეთი ბარიერი ქალაქისთვის და მითუმეტეს სკვერის წინ სირცხვილი არის. ამას რომ ბაღდათში ჩამოსული სტუმარი დაინახავს უხერხული არ არის?  ამას ჯობდა საპატრულო ლენტი შემოეკრათ. ის მაინც ამკრძალავია და ეს რა არის, რა ქვია ამას? ეს პარკები საერთოდ უნდა აიკრძალოს და ამათმა ქუჩაში გამოფინეს",  - ამბობს ბაღდათში მცხოვრები, თამაზ მახათაძე.



ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოგსაძე განმარტავს, რომ ნარგავების დასაცავად პოლიეთილენის პარკის "ჯაჭვი" მათი იდეაა, რომელსაც მას შემდეგ ჩამოხსნიან, რაც მცენარეები ამოვა. 

"რადგან ადამიანებმა ფეხით არ დააზიანონ ადგილი, სადაც ყვავილები დავთესეთ ამიტომაც გავაკეთეთ აღნიშნული ბარიერები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დროებით იქნება სანამ ბალახი ამოვა. შემდეგ სხვა ლენტს გავაკრავთ",  - ამბობს არჩილ გოგსაძე.

თეონა წითაძე
Print