ახალი ამბები
"ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, თქვენ ხართ მკვლელები" - უჩა ნანუაშვილი
FaceBook

საქართველოში 2016 წლის მონაცემებით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი - ამის შესახებ სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ გასული წლის ანგარიშშია საუბარია.


"მიმდინარე წელს უმწვავეს პრობლემად დარჩა შრომით უფლებებსა და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა, რაც საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედებას საჭიროებს. 2016 წლის მონაცემებით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, უმნიშვნელოვანესია დაუყოვნებლივ შეიქმნას შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობებზე ზედამხედველობის მექანიზმი – შრომის ინსპექცია", - ნათქვამია ანგარიშში.

"ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო", - წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

ქვეყანაში შრომის პირობების შემოწმებას, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შრომის პირობების დეპარტამენტი ახორციელებს. თუმცა, საწარმოების ინსპექტირება ამ დრომდე მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება.

ტყიბულის შახტაში 9 მაისს მომხდარ შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქნახშირი "ჯი აი ჯი-ს" გენერალური დირექტორის განმარტებით შეთხვევა ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები დროს მოხდა, რა დროსაც ბადია ჩავარდა და ხალხი ჩაიყოლა.

შახტაში გარდაცვლილები 14 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ დღეს დილით ამოიყვანეს.

 



ამავე თემაზე:


ყიბულში ოთხი მეშახტე გარდაიცვალა

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს


საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"

ტყიბულის შახტაში დაღუპულების ცხედრები 14 საათიანი ძებნის შედეგად ამოიყავენს


 

Print