ახალი ამბები
საქნახშირის დირექტორი: "ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი"
FaceBook

საქნახშირი ჯი აი ჯი-ს გენერალური დირექტორი განმარტებას აკეთებს ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


მისი განცხადებით, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაზე მიმდინარეობდა ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმიური სარემონტო სამუშოები, რომელზეც დაკავებული იყო შახტის სარემონტო ბრიგადა, სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობით.

"დასვენების დღეებია და სწორედ ამიტომ ისინი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. სამუშაოების მსვლელობის პროცესში ნახშირის ამომღები ბადია ჩავარდა და ჩაყვა ხალხი. ახლა მიდის სამუშაოები. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მოდის, პოლიცა აქ არის და დაადგენენ რა მოხდა"- ამბობს საქნახშირი ჯი-აი-ჯის გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი.

ადმინისტრაციის განცხადებით, ბრიგადის ადგილზე მყოფმა სხვა წევრებმა შეატყობინეს დისპეჩერს მომხდართან დაკავშირებით, რის შემდგომაც დაუყოვნებლივ გამოძახებულ იქნა სამთო მაშველთა და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

,,კონკრეტული მიზეზები არ ვიცით.უსაფრთხოების საკითხებზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა, როგორც კერძო კომპანიების, ისე საჯარო სამსახურების მხრიდან. კონკრეტულ დეტალებს სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გავიგებთ," - ამბობს პარლამენტის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე.

ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს, რამაც სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.

ტყიბულის შახტაში შემთხვევა დღეს მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულა, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები.

დამატებითი სამთო მაშველთა ჯგუფი უკვე გაემგზავრა ტყიბულის მიმართულებით.

 

Print