ახალი ამბები
ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს
FaceBook
ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს.

ტყიბულის შახტაში შემთხვევა დღეს მოხდა. მეშახტის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულა, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები.

დამატებითი სამთო მაშველთა ჯგუფი უკვე გაემგზავრა ტყიბულის მიმართულებით.

Print