ახალი ამბები
ტყიბულელმა მორაგბეებმა ქუთაისის გუნდი დაამარცხეს
FaceBook
საქართველოს პირველობა ჭაბუკთა შორის რაგბში, "B" ლიგის გუნდებს შორის, ტყიბულის ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.

II ტურის თამაშებში ერთმანეთს ტყიბულის "გელათი" და ქუთაისის "აია" დაუპირისპირდნენ.

პირველი შეხვედრა 2001-2002 წლებში დაბადებულ ტყიბულელ მორაგბეებს ზუგდიდის გუნდთან ჰქონდათ, რომელიც ანგარიშით 50:5 დაასრულეს. მეორე კი, ქუთაისის "აიასთან," 17:12 მოიგეს.

ტურნირი ოთხ ტურად გაიმართება და სულ ექვსი თამაში ჩატარდება. სამი საუკეთესო გუნდი ერთმანეთს III ტურში დაუპირისპირდებიან.

თეონა ჯანელიძე



Print