ახალი ამბები
ქუთაისში ომის ვეტერანებს ფულადი საჩუქრები გადასცეს
FaceBook
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წელი აღნიშნეს.
სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს.

სამამულო ომში იბრძოდა 93 წლის ოთარ ნიქაბაძე, მისი თქმით, 9 მაისი მისთვის დღესასწაულია, რომელსაც ყოველ წელს დიდი სიხარულით ხვდება.

"ეს იყო დიდი დღე, როცა ერთმანეთს ვულოცავდით, გვიხაროდა, ვეხვეოდით, ვკოცნიდით. ვიხსენებთ ყოველ წელს იმ დღეს, როცა ფაშიმზე გავიმარჯვეთ," - ამბობს სამამულო ომის ვეტერანი, ოთარ ნიქაბაძე.

9 მაისის აღსანიშნავად ქუთაისის მერიამ ქალაქში მცხოვრებ ომის 30 ვეტერანს 1000-1000 ლარის ოდენობის თანხა საჩუქრად გადასცა.

"ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ფაშიზმზე გამარჯვება. ჩვენი მოვალეობაა ყოველწლიურად ღირსეულად ავღნიშნოთ ეს დღე. მოვეფეროთ, დავუფასოთ ის, რაც მათ მთელი მსოფლიოსთვის გააკეთეს", - განმარტა ქუთაის მერმა, შოთა მურღულიამ.

იმერეთის რეგიონში 142 სამამულო ომის ვეტერანი ცხოვრობს, რომლებასაც ასევე, ფულადი საჩუქრები გადაეცემათ.


Print