ახალი ამბები
ქუთაისში მოყვარულთათვის ჭადრაკის ტურნირი გაიმართება
FaceBook

ქუთაისში, მოყვარულთა შორის სწრაფ ჭადრაკში შეჯიბრი გაიმართება.

ტურნირის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 4 მაისს 4 990 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170006533) გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება დღეს, 8 მაისს იწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოყვარულთა შორის სწრაფ ჭადრაკში პირველი ადგილის მფლობელს ტელევიზორი გადაეცემა, ხოლო დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულები მობილური ტელეფონებით დასაჩუქრდებიან. პრიზების შესყიდვა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.

სახელმიწიფო შესყიდვებში გამარჯვებულმა კომპანიამ, ტურნირის ორგანიზებასთან ერთად, ალაფურშეტის მოწყობაც უნდა უზრუნველყოს.

მოყვარულთა შორის სწრაფი ჭადრაკის ორგანიზებისთვის ტენდერში წინადადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 11 მაისს იწურება.

სწრაფის ჭადრაკი მოყვარულთათვის 2017 წლის 27 და 28 მაისს თაბუკაშვილის ქ. №20, №16 სპორტსკოლაში 12:00 საათზე დაიწყება.

 

Print