ახალი ამბები
იმერეთის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული ქუთაისის გუნდი გახდა
FaceBook
იმერეთის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული ქუთაისის გუნდი გახდა. ქუთაისელმა კალათბურთელებმა 71:41 ხონის გუნდი დაამარცხეს.
მესამე ადგილი კი ტყიბულს ერგო.

"მე-14 ევროპის ახლგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი" მიძღვნილი იმერეთის რეგიონის საკალათბურთო ოლიმპიური ფესტივალის პირველი ეტაპი თერჯოლაში, ფინალური შეხვედრა კი ტყიბულში გაიმართა.

თამაშები 2002-2004 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის ჩატარდა და მასში მონაწილეობა სულ 12-მა გუნდმა მიიღო.

ფინალურში ერთმანეთს ტყიბულის, ქუთაისის, საჩხერისა და ხონის გუნდები დაუპირისპირდნენ. ფესტივალის ორგანიზატორები იმერეთის კალათბურთის ფედერაცია და იმერეთის (ქუთაისის) რეგიონალური კომიტეტი იყვნენ. 


თეონა ჯანელიძე
Print