ახალი ამბები
ქუთაისში მდინარე რიონის წაღებული ცხენი მოქალაქემ გადაარჩინა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ადიდებულმა მდინარე რიონმა ცხენი წაიღო. შემთხვევა ერთი საათის წინ, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მდინარეში მყოფი ცხოველი ახლომდებარე მარკეტში მომუშავეებმა შენიშნეს და მის გადასარჩენად სამაშველო სამსახურს გამოუძახეს.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ცხენის გადასარჩენად ადიდებულ მდინარეში მოქალაქე თორნიკე ანანოვი ჩავიდა.

მაშველებმა მდინარეში ჩასვლის შემდეგ მას თოკი გადაუგდეს, რომელიც თორნიკე ანანოვმა ცხენს კისერზე მოაბა და ნაპირზე მისი გამოყვანა სცადა. თუმცა, წყალმა ცხენი წითელ ხიდამდე გაიტაცა. ცხოველი დახჩობას გადაურჩა და ის წითელი ხიდის მიმდებარე ნაპირიდან გამოიყვანეს. 

ქუთაისიპოსტი ქალაქის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისებს" დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ამ დრომდე ცხენის მესაკუთრის ვინაობა დაუდგენელია და ამ მიზეზის გამო მას ცხოველთა სადგომში გადაიყვანენ.

იხილეთ ვიდეო:

Print