ახალი ამბები
ქუთაისის მერია ტროტუარების და გზების ორმოულ შეკეთებას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია 498 000 ლარის ღირებულების გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების და "ორმოულების" შეკეთებას გეგმავს.

ამ მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 5 მაისს ამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად სახელმწიფო შესყიდვა (SPA170006602) გამოაცხდა, სადაც წინადადების მიღება 24 მაისს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულედება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ბეტონით და ბეტონით მიმდინარე „ორმოული“ შეკეთების სამუშაოები განახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.



Print