ახალი ამბები
ქუთაისელი მოსწავლეებისთვის კინოსკოლის კონკურსი ცხადდება
FaceBook
პროექტ "კინოსკოლა ქუთაისელი მისწავლეებისათვის 2017" -ში მონაწილეობის მსურველთათვის მიმდინარე წლის  8 მაისიდან ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის გვერდზე სპეციალური აპლიკაცია აიტვირთება.

ამის შესახებ ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, თამუნა ნიკოლეიშვილი განმრტავს, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს.

"შესული განცხადებების შემდეგ ხდება აპლიკაციების გადარჩევა, მომდევნო ეტაპი კი გასაუბრება იქნება", - ამბობს თამუნა ნიკოლეიშვილი.

მასში მონაწილეობა 14-დან 18 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ.

ორგანიზატორების თქმით, ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში კინოს დარგებს სხვადასხვა მიმართულებით შეისწავლიან.

ზემოთაღნიშნული პროეტი ქუთაისში პირველად 2016 წლის ზაფხულში, განხორციელდა.

ქუთაისელმა სკოლის მოსწავლეებმა, ათ დღიანი კინოსკოლის ფარგლებში მოისმინეს საინტერესო ლექციები კინოს ისტორიის, გადაღების სპეციფიკის, მონტაჟისა და სხვ. შესახებ. თეორიული კურსის დასრულების შემდეგ კი, მათ თავად შექმნეს სცენარები მხატვრული და დოკუმენტური ფილმებისათვის, რომელთა გადაღებაც თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ხელმძღვანელობით განახორციელეს.


Print