ახალი ამბები
ნიკეასა და სულხან-საბას ქუჩები ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება
FaceBook
ქუთაისში, ნიკეასა და სულხან-საბას ქუჩების შემაერთებელი გზის მშენებლობისთვის 2 816 448 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.
ორი უბანი ერთამენთს კონსტანტინე გამსახურდიას, თაბუკაშვილისა და შევჩენკოს ქუჩების გავლით, ახალი გზით უნდა დაუკავშირდეს.

სატენდერო პირობების მიხედვით, გზის სამშენებლო სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ერთი წლის ვადაში უნდა დაასრულოს.


Print