ახალი ამბები
მთავრობა წყნეთის აგარაკებს გაასხვისებს
FaceBook
საქართველოს მთავრობა წყნეთის სამთავრობო აგარაკებს გაასხვისებს. ამის შესახებ განცხადება დღეს, პარალმენტის რიგგარშე სხდომაზე,  პრემიერ-მინისტრმა ირკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. საპარლამენტო უმრავლეობის წევრის , მანანა კობახიძის შეკითხვაზე სარგებლობდნენ თუ არა ყოფილი მთავრობის წევრები აღნიშნული აგარკებით, ღარიბაშვილმა განმარტა: 
"დიახ, ყოფილი მთავრობა სარგებლობდა  წყნეთის აგარაკებით. უფრო მეტიც, მერაბიშვილის ახირების გამო, იქ დაავალეს კომპანია "დაგის" ახალი აგარაკი აეშენებინა, რისთვისაც კომპანიას უკვე 1 მილიონ 200 000 ლარის აქვს დახარჯული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, წყნეთში არსებული ერთი აგარაკი საკუთრებაში მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გადასცეს, რადგან მისივე თქმით მას, როგორც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მეუღლეს ეკუთვნოდა  და ყოფილმა მთავრობამ არ გადასცა.
პრემიერის განმარტებით, აღნიშნული აგარაკებით მთავრობას არ უსარგებლია.  
თეკლე მორგოშია
Print