ახალი ამბები
იმერეთში მომუშავე 56-მა არასამთავრობო ორგანიზაცია თვითრეგულრების დეკლარაციას ხელი მოაწერა
FaceBook
ქუთაისში საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

შეხვედრა იმერეთის რეგიონის საზოგადოებრივ ორგანიზაციებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე წლის ოთხ მაისს შედგა.

საქართველოს "საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი პრინციპების დეკლარაცია" არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების
მექანიზმი, რომელიც 200-მდე ორგანიზაციის ურთიერთშეთანხმებით შექმნილი დოკუმენტია. დეკლარაციის მიზანია წარმოაჩინოს ის უმთავრესი ღირებულებები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობა, რათა ხელი შეუწყოთ საქართველოს შემდგომ განვითარებას და ევროპულ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას.

ხელმოწერის ცერემონია ქუთაისიდან დაიწყო და სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. იმერეთში მომუშავე 39 ორგანიზაცია შეუერთდა დეკლარაციას, მიერთება შესაძლებელია ელექტრონულადაც.

"ვერთიანდებით ფუნდამენტური პრინციპების გარშემო, რათა ხელი შევუწყოთ ღირებულებით საქმიანობას და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას ", განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ეკა დანელიამ.

ღონისძიებაზე ასევე, გაიმართა ახალი მასშტაბური პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" პრეზენტაცია, რომლის ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა მოქალაქეების მიმართ. პროექტის ფარგლებში გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების, სულ მცირე, 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს
მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი (სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი) კონრად ადენაურის ფონდის ხელმძღვანელობით.

Print