ახალი ამბები
ქუთაისში საბავშვო ბაღებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა იწყება
FaceBook
ქუთაისში, 4 საბავშვო ბაგა-ბაღზე ახალი კორპუსის მიშენება იწყება. ქუთაისის მერიამ ახალი მშენებლობებისთვის ჯამში 1 054 623 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი კორპუსის მიშენება მოხდება ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩა №7 ა -ში მდებარე №15 საბავშვო ბაგა-ბაღზე (SPA170006410), რისთვისაც 253 735 ლარია გამოყოფილი.



ახალ კორპუსს მიაშენებენ ქუთაისში, წერეთლის ქუჩა №142-ში მდებარე №3 საბავშვო ბაგა-ბაღსაც (SPA170006399), რომლისთვისაც ტენდერით 280 685 ლარია გათავალისწინებული.




ახალი კორპუსის მშენებლობა ასევე დაიწყება დავითაშვილის ქუჩის II შეს. №1-ში მდებარე №4 საბავშვო ბაგა-ბაღზე (SPA170006404). მშენებლობისთვის 267 353 ლარია განსაზღვრული.



მეოთხე ბაღი, სადაც ასევე, ახალი კორპუსის მიშენება მოხდება, ჩკალოვის ქ. №3-ში მდებარე №33 ბაგა-ბაღია (SPA170006390). მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა 252 850 ლარს შეადგენს.



სატენდერო დოკუმენტაციების მიხედვით, მერია უფლებამოსილია სამუშაოების შესრულების პარალელურად შეამოწმოს სამუშაოები, რომლის მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.

გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ტენდერში გამარჯვებულებს.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება) განხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ.

ინსპექტირების ჯგუფმა უნდა შეამოწმოს სამუშაოს შესრულების მოცულობა, ხარისხი და ვადები.

ტენდერში გამარჯვებულები ვალდებული არიან საბავშვო ბაგა-ბაღებზე ახალი კორპუსის მიშენება განახორციელონ ხელშეკრულების დადებიდან 165 კალენდარული დღის განმავლობაში. ასევე, ეკისრებათ ვალდებულება სამუშაოები დაიწყონ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ განისაზღვრება 2 წელი, რომლის განმავლობაშიც შემსრულებელი კომპანიები ვალდებული არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანება.


Print