ახალი ამბები
განათლების სამინისტრომ სამტრედიის საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლა
FaceBook
განათლების სამინისტრომ სამტრედიის #4 საჯარო სკოლის დირექტორი ნუგზარ კუცია დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა.
"რის საფუძველზე მოხდა დირექტორის გათავისუფლება, ამის შესახებ ინფორმაციას სკოლაში მოსვლის შემდეგ გეტყვით. ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია", - განმარტა ქუთაისიპოსტთან  სატელეფონო საუბრისას სამტრედიის #4 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირმა ზარნაძემ. 

განათლების სამინისტრომ სატრედიის საჯარო სკოლის დირექტორთან ერთად კიდევ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლა.   

"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის სამსახურისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, რიგ სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველ წერტილებთან, კერძოდ, საპირფარეშოს ჰიგიენის პრობლემები. შედეგად, გათავისუფლდა: თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მეოთხე სკოლის დირექტორები. საპირფარეშოების ჰიგიენასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3, მარნეულის სოფელ ჯანდარის და ყაზბეგის სოფელ არშის სკოლებს. მითითება მიეცა მარნეულის სოფელ წერეთლის სკოლას", - ნათქვამია სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კონკრეტულად რა დარღვევაზეა საუბარი ან რამდენად იზიარებს სამტრედიის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი გათავისუფლების ბრძანებას, - ამ  და სხვა საკითხებზე ქუთაისიპოსტი მუშაობას აგრძელებს, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print