ახალი ამბები
ქუთაისში ფერების ფესტივალი 5 მაისს გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, 100 სფეხურიან კიბეებთან ფერების ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ქუთაისობის დღესასწაულის ფარგლებში, 3 მაისს  იყო დაგეგმილი, თუმცა, უამინდობის გამო გადაიდო. 

ფესტივალის მონაწილეები,  ტრადიციულად, ერთმანეთს ფერად ფხვნილს შეაყრიან და მუსიკის ფონზე გაერთობიან.

ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

ფერებით გართობა 5 მაისს, 17:00 საათზეა დაგეგმილი. 

ფერების ფესტივალი ქუთაისში პირველად გასულ წელს ჩატარდა.


Print