ახალი ამბები
წვნიანის დამწვრობით გოგონას გარდაცვალების შემდეგ ბებიაც გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში წვნიანის გადასხმის შედეგად მიღებული დამწვრობით 4 წლის გოგონას გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ მოზარდის ბაბუის დაც გარდაიცვალა.

შემთხვევა მიმდინარე წლის 2 მაისს მოხდა. 

გარდაცვლილის ბიძის, ლევან გაბრიაძის თქმით, ტრაგიკული ფაქტის გაგების შემდეგ მას გული გაუსკდა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ის ცხელი წვნიანი გადაესხა, რომელსაც ბაბუდა ამზადებდა. 

მსუბუქი დამწვრობა მიიღო ხელებზე გარდაცვლილის 11 წლის დამაც. ნათესავების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წვნიანით დამწვრობის ფაქტი ერთი თვის წინ მოხდა. ახლობლების თქმით, დები მაშინვე რეანომობილით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მათივე განმარტებით, 4 წლის გოგონას 70% დამწვრობა ჰქონდა მიღებული და ერთთვიანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

"ძალიან დამწვარი იყო ბავშვი და ვერ გადაიტანა. ექიმების უყურადღებობით არაფერი მომხდარა. ბავშვები თამაშობდნენ უბრალოდ და საჭმელი გადაესხათ", - ამბობს გარდაცვლილის ბიძა, ლევან გაბრიაძე.

Print