ახალი ამბები
კონსტანტინე ტუღუში: "ვიბრძოლებთ დავიცვათ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული"
FaceBook
ქუთაისის მერიაში საქართველოს თასის გამარჯვებულ საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010"-ს უმასპინძლეს.

ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა კალათბურთელებს მოგებული ტიტულისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

"ბოლო წლებში ტრადიციად იქცა სპორტში ძალიან სერიოზული წარმატებები. მოხარული ვარ და ამ ეტაპზე ვიბრძვით ქვეყნის ჩემპიონობისთვის," - განაცხადა შეხვედრაზე ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

კლუბის გეგმებზე ისაუბრა მთავარმა მწვრთნელმა, კონსტანტინე ტუღუშმაც.

"მოვიგეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტიტული, საქართველოს თასი. ახლა ჯერი სუპერლიგის მოგებაზეა. თითოეული ჩვენგანი, გულშემატკივართან ერთად, ვიბრძოლებთ დავიცვათ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, რომელიც წინა სეზონში მოვიგეთ," - აღნიშნა "ქუთაისი 2010"-ის მთავარმა მწვრთნელმა, კონსტანტინე ტუღუშმა.

მიმდინარე წლის 29 აპრილს "ქუთაისი 2010"-მა საქართველოს თასის ფინალში თბილისის "დინამოს" ანგარიშით 86:77 სძლია.

გასულ წელს ქუთაისის საკალათბურთო კლუბი საქართველოს ჩემპიონი გახდა, მიმდინარე წელს კი ისინი პლეიოფში იმყოფებიან, სადაც ნახევარფინალში მათი მეტოქე თბილისის "კაკტუსი" იქნება.


Print