ახალი ამბები
იპოთეკით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილს: "სამევახშეო სისტემით ყაჩაღობა დააკანონეთ"
FaceBook
ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ იპოთეკით დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი ქვეყანაში კერძო იპოთეკარების საქმიანობის აკრძალვას და მათი საკუთრების უფლების დაცვას ითხოვენ.

იპოთეკით დაზარალებულები, ასევე, იმ კანონპროექტის მიღებას მოითხოვენ, რომელიც მათი თქმით, უკვე ექვსი თვეა პარლამენტია შესული და მის მიღებას საკანონმდებლო ორგანო აჭიანურებს.

"ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ მდგომარეობას გაგვიუმჯობესებდა. მას ვთხოვთ პირადად შეგვისრულოს დანაპირები. ბატონო ბიძინა, შეგვპირით, რომ კეთილდღეობას შეგვიქმნიდით და მოსპობდით მანკიერებას. მანკიერება კი არ მოსპეთ, თქვენ სამევახშეო სისტემით ყაჩაღობა დააკანონეთ და თქვენ იქეცით ქართველი ხალხის მესაფლავედ," - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული, მარინა სუპატაშვილი.

იპოთეკით დაზარალებულები მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით აქციებს უკვე ხუთი წელია მართავენ.


Print