ახალი ამბები
ქუთაისში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს
FaceBook

ქუთაისში "გვირილობა 2017" - ის ფარგლებში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს.

 


ფესტივალზე იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი საოჯახო მარნების წარმომადგნლებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს.

ფესტივალზე ღვინის მარნის "ბაია ღვინოს" რამდენიმე სახეობაა წარმოდგენილი, რომლის დაგემოვნებაც მსურველებს დღის ბოლომდე შეეძლებათ.
"გვაქვს წარმოდგენილი ცოლიკაური და ციცქა ცოლიკაური. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და დააგემოვნოს ბაღდათში წარმოებული ბაიას ღვინო" - განაცხადა ბაიას ღვინის კომპანიის წარმომადგენელმა, გვანცა აბულაძემ.

ღვინის ფეტივალზე კომპანია "ქართული სოფლის საგანძურის" პროდუქციაც არის წამროდგენილი.იქ მისულ სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ტყლაპის, ჭაჭის და ღვინის სასაჩუქრე შეფუთვები.

გვირილობა 2017 ის ფარგლებში ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებები არის დაგეგმილი.
გვრილობის დღესასწაული ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

ქუთაისში "გვირილობა" მე-20 საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაულია. ტრადიციულად, ამ დღეს უწოდებდნენ "თეთრი გვირილის", თეთრი ყვავილის, ტუბერკულოზის დღეს.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს. Did you know you can now play online casino games for real money? There are so many fun and exciting games to try, and the opportunities for a great time are endless. games-monitoring.com With careful gaming strategies and a bit of luck, you could find yourself winning big in no time! What’s your favorite casino game? #casinogames #onlinegambling

აქცია შვედეთიდან ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოედო.



ამავე თემაზე: ქუთაისში სოციალურ საწარმოებში შექმნილი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს


 

Print