ახალი ამბები
ქუთაისში ტურისტული ცენტრის გახსნაზე ლენტი განჯის მერმა გაჭრა
FaceBook

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობა, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო, ფუნქციონირება 2 მაისს დაიწყო. შენობის გახსნა საზეიმო ვითარებაში მოხდა,

რომელსაც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიის, ქალაქის ხელმძღვანელობისა და მაჟორიტარი დეპუატატების გარდა, გვირილობის დღესასწაულზე ქალაქში ვიზიტად მყოფი უცხოელი სტუმრებიც დაესწრნენ.

ლენეტის გაჭრა კი, ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქ განჯის მერს, ელმარ ვალიევს და იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს ერგოთ.



ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობა სტუმერებს შენობა ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ დაათვალიერებინა.

"ეს მხოლოდ შენობა არ არის. ეს არის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, როცა ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, ჩვენ ვალდებული ვართ უკეთესად მოვემაახუროთ მათ", - განმარტა შოთა მურღულიამ

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ "მირზაანის" ყოფილი შენობა საქართველოში ყველაზე დიდი ტურუსტული ცენტრია,
სადაც, მათივე თქმით, ადგილობრივი კადრების გარდა, ეკონომიკის სამინიტროს კადრებით არის დაკომპლექტებული.

"ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში სულ 12 ადამიანია დასაქმებული, აქედან სამი ადამიანი ეკონომიკის სამინიტროს კადრია", - ამბობს ქუთაისის ტურისტული ცენტის დირექტორი, ტატო ლილუაშვილი.

ქუთაისის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველ სართულზე კედელი არგონავტების მითის მიხედვით მოიხატა. რუსი მხატვრის მიერ შესრულებული ნახატი ქუთაისის მერიას 4950 ლარი დაუჯდა.

არგოს გემი, იალქანი, ნიჩბები, ბორჯღალო (მზის მნიშვნელობით), ზღვა, საცხოვრებელი კორპუსები - ამ დეტალებისგან შედგება ნახატი, რომელიც რუსმა მხატვარმა არტემ სტეფანოვმა თვენახევრის წინ შეასრულა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტურისტული ცენტრის მოსაწყობად ტენდერი გასული წლის მაისში გამოაცხადა.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "პარმაღი" 162 000 ლარის სანაცვლოდ გახორციელა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის შენობის პირველი სართული სამეურნეო დანიშნულების ფართს და საწყობს დაეთმობა, მეორე სართულზე ეთნოგრაფიული კუთხე, ბარგის შესანახი და ვირტუალური გიდის ოთახები განლაგდება.

შენობის მესამე სართული, საინფორმაციო ცენტრის გარდა, სუვენირების მაღაზიას, საბანკო მომსახურების პუნქტს, კერძო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და ადმინისტრაციას დაეთმობა. მეოთხე სართულზე კი, საკონფერენციო დარბაზი და საგამოფენო სივრცე მოეწყობა.

ქუთაისის მერიამ ააიპ ქუთაისის ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრისთვის ლუდსახარში "მირზაანის" ყოფილი შენობა 2015 წელს შეიძინა.


 

Print