ახალი ამბები
ფესვების პლასტიკა - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, საგამოფენო დარბაზში "ვარლა" ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
წარმოდგენილი იყო ხის ნაკეთობები: სურო, აკაცია და კოპიტისგან დამზადებული მითოლოგიური პერსონაჟები. ასევე, გამოფენილი იყო გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები: მაგიდები ბრები, სადგამები.

აღნიშნულ მიმართულებას ფესვთა პლასტიკას უწოდებენ. ზურაბ ნიჟარაძე ამ დარგში გასული საუკუნის 70-იანი წლიდან მუშაობს.

"ხელოვნების ამ დარგს საქართველოში მხატვრები მაინცადამაინც არ აღიარებენ. თუმცა, მის მიმართ საკმაო ინტერესი არსებობს სხვა ქვეყნებში", - აღნიშნა ზურაბ ნიჟარაძემ.

აღნიშნული გამოფენა ზურაბ ნიჟარაძის მისი პირველი პერსონალური გამოფენაა.

"ნამუშევრებში ჩანს ჰარმონიულობა. ავტორმა ბევრი რამ დაუკავშირა ერთამენთს და შექმნა სილამაზე", - მიაჩნია მხატვარტა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვალერი მეძმარიაშვილს.

ზურაბ ნიჟარაძის გამოფენა "გვირილობის" დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო.

Print