ახალი ამბები
"საქართველო დაიბრუნებს თავის დიდ სასწაულს" - ქუთაისობის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისობის აღნიშვნა ბაგრატის ტაძარზე ქალაქის დალოცვით დაიწყო. ქუთაის- გაენათელმა, მეუფე  კალისტრატემ მრევლი დალოცა და ქალაქს დღესასწაული მოულოცა.

მეუფემ მრევლს გაერთიანებისა და ერთად დგომისკენ მოუწოდა. 

დღესვე, ბაგრატის ტაძარზე 26 ჩოხოსანი აკურთხეს. 

ქალაქის დალოცვას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ქალაქის სამივე მაჟორიტარი ესწრებოდა. 


Print