ახალი ამბები
ჩიორა თაქთაშვილი პრემიერს - ის რაც მოვისმინეთ არაადეკატურობის ზეიმი იყო
FaceBook
საპარალამენტო უმცირესობის წევრმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა პრემიერ-მინიტრის გამოსვლა არაადეკვატურობის ზეიმად შეაფასა. თაქთაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის მუშაობის ანგარიშის ჩაბარების შემდეგ შეკითხვით მიმართა.

"შეგიძლიათ გვითხრათ, რა ღირდა და რა კურსი ქონდა ერთ დოლას მაშინ, როცა თქვენ ჩაიბარეთ მთავრობა და ახლა რა კურსი აქვს? თუკი ეს იცით, მაშინ გვითხარით, თქვენს მიერ წარმოდგენილ მთავრობას რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.
თაქთაქიშვილის გარდა, შეკითხვებით პრემიერს საპარლამენტო უმცირესობის სხვა დეპუტატებმაც მიმართეს.
"დაგვისახელეთ სამი საკითხი, რაშიც არ ეთანხმებით ქვეყნის პირველ მოქალაქეს და თქვენი შეხედულება გაქვთ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კანდელაკმა.
თეკლე მორგოშია
Print