ახალი ამბები
უცხოელ დელეგატთა მიღება ქუთაისობის დღესასწაულზე
FaceBook
ქუთაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 60-მდე დელეგატს უმასპინძლეს. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგელებთან შეხვედრა სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში შედგა.

მიღებაზე სტუმრებმა ქუთაისელებს ქალაქის დღესასწაული მიულოცეს და ქალაქის მერს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეხვედრაზე ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ იმედი გამოთქვა, რომ ქალაქში ჩამოსული სტუმრები ქუთაისს საუკეთესო შთაბეჭდილებით დატოვებენ. 

"ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ ქუთაისიდან წასვლის შემდეგ ამ  ქალაქს გაიხსენებთ, როგორც კარგ მოგონებას", - განმარტა შეხვედრაზე შოთა მურღულიამ.

ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში 50-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.




Print