ახალი ამბები
"ეს ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა, ქუთაისელებისათვის კეთდება", - ქუთაისის მერი ორმაისობაზე
FaceBook

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია მოსახლეობას გვირილობის დღესასწაულში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ქალაქის პირველი პირის თქმით, ორმაისობა ქუთაისლებისთვის ტარდება.


"ვულოცავ ქალაქს ამ დღეს. ძალიან გვიხარია, რომ მაღლია სტუმრიანობაა, 60-ზე მეტი უცხოელი სტუმარია ჩამოსული. საქართველოდან, სხვადასხვა ქალაქებიდან და საკამოდ დიდი სტუმრიანობა გვაქვს ანუ დიდი არის დაინტერესება ამ ღონისძიების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ღონისძიება, უპირველეს ყოვლისა ქუთაისელებისათვის კეთდება.

ამიტომ მინდა, მე მათ ვთხოვო გამოვიდნენ და მაქსიმალურად ჩაერთონ ღონისძიებებში, რომელიც ქალაქის მერიის მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა გემოვნების ადამიანისთვის სხვადსხვა ღონისძიებებს, რომელიც ძირითადად ქალაქის ცენტრში, მუხნარის ტყე-პარკში არის გადანაწილებული ", - ამბობს ქუთაისის მერი.

 

2-3 მაისს ქუთაისში ტრადიციული გვირილობის დღესასწაული იმართება, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები არის დაგეგმილი.

გვირილობის დღესასწაულის გამო ქუთაისში გზები გადაკეტილია.

"თეთრი გვირილის დღის" იდეა დაიბადა სკანდინავიის ქვეყნებში. პირველად კი, მისი აღნიშვნა და ორგანიზება მოხდა შვედეთში - 1908 წლის 1 მაისს. ამ დღეს ყიდდნენ თეთრ გვირილას, როგორც ემბლემას და სიმბოლოს ტუბერკულოზთან ბრძოლისა, რამაც მაშინვე მიიპყრო ხალხის ყურადღება და შემოსავალი მოუტანა ამ დაავადებასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

აქცია შვედეთიდან შემდეგ მოედო ნორვეგიას, დანიას, გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებსაც.

Print