ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 3 მაისიდან წვიმაა მოსალოდნელი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 მაისს უნალექო ამინდი შენარჩუნდება. თუმცა, 3 მაისს გაწვიმდება და ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

"3 და 4 მაისს დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსის ფარგლებში იქნება. გამოიდარებს უკვე 5 და 6 მაისს, ჰაერი შედარებით გათბება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისივე თქმით,  7 მაისს ძლიერი წვიმაა  მოსალოდნელი.

Print