ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასმელი წყლის სინჯი აიღეს
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასმელი წყლის სინჯი აიღეს. ქალაქში არსებულ 37-ვე საბავშვო ბაღში წყლის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლის განსაზღვრის სინჯმა აჩვენა, რომ წყალი ვარგისიანია.

"სასმელი წყლის ხარისხის პარამეტრები, რომელიც ,,სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 17 დეკემბრის N349/ნ ბრძანებით, ევროკავშირის ქვეყნებისათვის განსაზღვრულ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, 6 თვეში ერთხელ (მიკრობიოლოგიურად) და ყოველთვიურად(ორგანოლეპტიკურად) ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ მაღალპროფესიულად მოწმდებს", - ამბობს ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების სანჰიგიენური ნორმების დაცვისა და სამედიცინო ზედამხედველობის სამსახურის კოორდინატორი, მადონა უჩიძე.

მისი თქმით, სინჯის აღების მომდევნო პროცესი, ახალი სასწავლო წლის დასაწყისშია დაგეგმილი.

ამ დროისთვის კი, საბავშო ბაღებში პირველადი დახმარების მედიკამენტებით შევსება მიმდინარეობს.
Print