ახალი ამბები
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება
FaceBook
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 10 მაისიდან ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება. 

ღირებულება ერთ პერსონაზე 1 ლარით განისაზღვრა.

იგივე საფასურს გადაიხდიან უცხოელი ტურისტებიც.

ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებნ, რომ შესვლა აქამდეც ფასიანი უნდა ყოფილიაყო. "ეს დიდ ეკონომიკურ სარგებელს არ მოიტანს, არამედ იმისთვისაა, რომ ადამიანმა იცოდეს, შედის ბოტანიკურ ბაღში და არა ტყეში," - ამბობს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თემურ ჩეჩლაშვილი.

მისი თქმით სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე, შშმ პირებზე და ფორნიან ჯარისკაცებზე გარკვებული შეღავათები დაწესდება.

Print