ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენცია, ჰენტი -2017 მიმდინარეობს
FaceBook
საერთაშორისო კონფერენცია ჰენტი-2017 თემის, "უმაღლესი განათლება - ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები", მიმდინარეობს.

ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორედ იმართება.

ამავე უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, აღნიშნული კონფერენცია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან გაიზარდა როგორც მისი მონაწილეების რიცხვი, ასევე -  გეოგრაფიაც.

"ევროპისა დ აზიის ძალიან ბევრი ქვეყნიდან გვყავს სტუმრები. მთავარი იდეა ამ ღონისძიებისა არის ის, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და ვიყოთ უფრო კომპეტენტურები, კონკურენტუნარიანები და უფრო ძლიერები", - ამბობს გიორგი ღავთაძე.

მასში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თანარ სანიკიძეც ესწრებოდა.

სტუმრებს 2 მაისს, გვირილობის დღესასწაულზე, ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობასაც შესთავაზებენ.
Print