ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ შოთა რუსთაველის ძეგლის ექვსივე ესკიზი დაიწუნა
FaceBook
ქუთაისის მერიის დროებითმა  საკონკურსო კომისიამ, შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსის ვადა გაახანგრძლივა.
კომისიის წევრის და საკრებულოს დეპუტატის, გია ქობალიანის თქმით, კომისიის წევრებმა ძეგლის ყველა წარმოდგენილი ესკიზი დაიწუნეს.

"6  ესკიზი შემოვიდა. იყვნენ როგორც  ადგილობრივი, ასევე   თბილისელი ავტორები, მაგრამ არც ერთი არ მოგვეწონა, რის გამოც, კონკურსის ვადა მაისის ბოლომდე გავახანგრძლივეთ", -განაცხადა გია ქობალიანმა.

ქუთაისის მერიამ შოთა რუსთაველის ძეგლის ესკიზურ პროექტზე კონკურსი მიმდინარე წლის 31 იანვარს გამოაცხადა.

საკონკურსო პირობების მიხედით, ძეგლის განთავსება რუსთაველის ქუჩაზე იგეგმება, თუმცა, კონკრეტული ადგილი გამარჯვებული ესკიზის მიხედვით შეირჩევა.




Print