ახალი ამბები
"დატოვეთ პარლამენტი" - მსგავსი მოწოდებები შეცდომაა - "ევროპა ჩვენი სახლია"
FaceBook
"დატოვეთ პარლამენტი", "ნუ წაიღებთ პარლამენტს ქუთაისიდან", "ნუ წაგვართმევთ პარლამენტს" - ამ და სხვა მოწოდებებს, რომელიც პარლამენტის ქუთაისში დატოვებს ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლები შეცდომად მიიჩნევენ.

"ეს და სხვა მსგავსი მოწოდებები გვაფიქრებინებს, რომ რაღაც უბედურება ხდება მარტო ქუთაისელების თავს. საკითხის ასე დაყენება და მსგავსი ლოზუნგების ფრიალი ამ საკითხის გეოგრაფიულ ლოკაციამდე დაყვანას და დავიწროებას ნიშნავს. მსგავსი მოწოდებები შეცდომაა, რადგან, დარღვეულია კონსტიტუციის ის მუხლი, სადაც გარკვევით წერია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი,მაგრამ კონსტიტუციაში არსად არ წერია, რომ ეს ქუთაისელების პრობლემაა და არა მთლიანად საქართველოსი.

კონსტიტუცია როდესაც დარღვევულია, ის თანაბრად დარღვეულია ყველასათვის. იგივე შემთხვევაში პარლამენტის ადგილსამყოფელად ზუგდიდი, ან ახალციხე რომ ჩაწერილიყო - ეს, ამ ქალაქის მკვიდრთა პრობლემა თავისთავად ვერ იქნებოდა. ამიტომ როდესაც კონსტიტუციას ასე ავიწროებ და საქართველოს ეუბნები, რომ ქუთაისლებს პარლამენტს გვართმევენ და დაგვიტოვე ეს მიდგომა თავშივე მცდარია, რადგან კონსტიტუცია დარღვეულია და პარლამენტის ფუნქციონირება ხდება ორ ქალაქში - ქუთაისსა და თბილისში, ამის მიუხედავად პარლამენტში მოქმედი პოლიტიკური პარტიებს შორის არსებული ძალთა დისბალანსისა, სადაც აშკარა უმრავლესობით დომინირებს "ქართული ოცნება - ბიძინა ივანიშვილი", პოლიტიკურ ოპოზიციის როლი და ფუნქცია ის არის, რომ მან არ გაიმეორეს იგივე, რასაც მმართველი ძალის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა ჰქვია.

რას ვხედავთ დღეს ჩვენ? ჩვენ ვხედავთ კონსტიტუციის დარღვევის დაგმობას განცხადებებით საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას იღებს თბილისის პარლამენტის შენობაში საკომიტეტო მოსმენებში და იქვე ფუნქციონერებს მათი აპარატიც. მაშინ რა გამოდის?საპარლამენტო ოპოზიცია გმობს კონსტიტუციის დარღვევას, მაგრამ შემდეგ, არ გმობს თავისი ქმედებით. თუ ოპოზიციას აზრად არ მოუვიდოდა კონსტიტუციის დარღვევა 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, არჩევნები მათ სასარგებლოდ რომ დამთავრებულიყო. მაშინ, დღეს, რატომ არ ხდება მისი დაცვა?ის, რომ "ქართული ოცნება- ბიძინა ივანიშვილი" ყოველივე ამაში დამნაშავეა, ეს ჩანს, მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია, რატომ არღვევს კონსტიტუციას და რატომ იღებს მონაწილეობას პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებში თბილისში?კონსტიტუციაში ხომ არსად არ წერია ადგილსამყოფელად თბილის? რა სურს ოპოზიციას? ის, რომ ტვირთად აკიდოს კონსტიტუციის დაცვა ერთ ქალაქს და ამ ქალაქის მაცხოვრებლებს შემდეგ აყვედროს, რომ ვერ დაიცვეს პარლამენტის ადგილსამყოფელი? და, თუ არა, თავად რას აკეთებს ამისათვის? ", -  ნათქვამია არასამთავრობო ორაგნიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. 

"ევროპა ჩვენი სახლია", პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე შექმნილ საინიციატივო ჯფუფს, რომელიც 15-მდე არასამთავრობო და პოლიტიკური პარტიას აერთიანებდა, გამოეთიშა.

Print