ახალი ამბები
საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია
FaceBook
საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი" საქართველოს თასის ფინალური შეხვედრის გამარჯვებულია.

გუნდი თბილისის "დინამო" ანგარიშით 86:77 დაამარცხა.

მიმდინარე წლის 18 აპრილს ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში "ქუთაისმა" 1/2 ფინალურ შეხვედრაში რუსთავის საკალათბურთო კლუბს 89:69 მოუგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-ოფი და პლეი-აუტი მიმდინარე წლის 3 მაისს დაიწყება.

პლეი ოფის ნახევარფინალურ სერიაში "ქუთაისი" - "კაკტუსი" და "დინამო""- "რუსთავი" შეხვდებიან, პლეი აუტში კი "სოხუმი", "მგზავრები", "ოლიმპი" და "ბათუმი" დაუპირისპირდებიან.


Print