ახალი ამბები
ქუთაისში 26 მაისს ავტო-რალი გაიმართება
FaceBook

ქუთაისში, პროფესიონალ და მოყვარულ მრბოლელთა შორის ავტო-რალი გაიმართება.

მისი ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ, მიმდინარე წლის 28 აპრილს 5 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170006279) გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამრჯვებულმა კომპანიამ, ქუთაისში პროფესიონალ და მოყვარულ მრბოლელთა შორის რალი 26 მაისს უნდა მოაწყოს.

ასევე, გამარჯვებულმა კომპანიამ რალში მონაწილე პრიზიორებისთვის თასების და მედლების დამზადება უნდა უზრუნველყოს, ასევე ავტომანქანები 250 ლარის ღირებულების საწვავით და სათადარიგო და მეორადი საბურავებით უნდა მოამარაგოს.

ავტო-რალის გამართვაზე ტენდერში წინადადებების მიღების ვადა მიმდინარე წლის 5 მაისს იწურება.

პროფესიონალ და მოყვარულ მრბოლელთა შორის ავტო-რალი ქუთაისში 2016 წელსაც ჩატარდა , რისთვისაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ  მაშინაც 5000 ლარი გამოყო.

 

Print