ახალი ამბები
ადგილები, სადაც 356 170 ლარის ღირებულების 11 სპორტული მოედანი უნდა აშენდეს ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის მერიამ მარტივი ტიპის სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის 356 170 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონული დოკუმენტაციის მიხედვით ისინი შემდეგ მისამართებზე აშენდება:

1. ლეჟავას ქუჩა N8
2. ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩა N4ა
3. ზურაბ ჭავჭავაძის გამზირი N10
4. მუსხელიშვილის ქუჩა N1ა
5. ავტომშენებლის ქუჩა N11
6. შარტავას ქუჩა N2
7. სულხან -საბას გამზირი N31-33-39 კორპუსებთან
8. წერეთლის ქუჩა N 276
9. ნიკეას მე-2 შესახვევი N21
10. ნიკეას ქუჩა N72/74
11. ილია ჭავჭავაძის გამზირი N9

ტენდერში (SPA170006268) გამარჯვებულმა კომპანიამ მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაზე მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა დამადასტურებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს.


Print