ახალი ამბები
რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქუთაისის საჯარო სკოლაში ჭერის ჩამონგრევას არ ადასტურებს
FaceBook
ქუთაისის #2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში ჭერის ჩამოვარდნის ფაქტს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი არ ადასტურებს.

ბადრი ვაშაკიძის განმარტებით, ჭერი არ ჩამონგრეულა.

"ისეთი კონსტრუქციია, რომ მხოლოდ რამდენიმე პლასტმასის ფირფიტა ქარმა ჩამოაგდო. არაფერი ისეთი არ მომხდარა," - განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბარში ბადრი ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, ჩამოვარდნილ ფირფიტებს უახლოეს დღეებში შეაკეთებენ.

ბადრი ვაშაკიძე განმარტავს, რომ სკოლის პირველ სართულს სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს ჩაუტარდება.

#2 საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულის რეაბილიტაცია კი 2016 წელს მოხდა.


Print