ახალი ამბები
შსს-მ სამტრედიაში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავა
FaceBook
სამტრედიის სოფელ ოფეთში მამის განზრახ მკვლელობის ფაქტზე შვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული პ.კ. ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა მამას - 1964 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რომელიც, მიყენებული დაზიანების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა პ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით).

ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობას აგრძელებს. მომხადრთან დაკავშირებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print