ახალი ამბები
ქუთაისის ფრენბურთელთა გუნდი, კლუბისა და სახელის გარეშე, საქართველოს ჩემპიონია
FaceBook
მიმდინარე წლის 23 აპრილს თბილისში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატში ფრენბურთში, პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა მოიპოვა. 
საფინალო შეხვედრაზე მათ ყვარელის ნაკრები დაამარცხეს. 

სპორტსმენები უკვე მესამე წელია თამაშობენ, თუმცა კლუბი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის და ნაკრებს სახელიც არ აქვს. 

ფრენბურთის მთავარი მწვრთნელი გია ჭოლაძე და ფრენბურთელები კლუბის ჩამოყალიბების სურვილი გამოთქვამენ და ამ საქმეში დახმარებას  ქუთაისის მერს სთხოვენ.

სწორედ ეს სურვილი გაჟღერდა, დღეს ქუთაისის მერიაში ფრენბურთელებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს. 

"კლუბების შექმნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის ლიგაზე გასასვლელად სავალდებულო მოთხოვნა იქნება ცალკე კლუბის შექმნა", –  განმარტა შეხვედრაზე შოთა მურღულიამ. 

"25 წელია საქართველოში რაც ეროვნული ლიგა ტარდება. აქამდე მხოლოდ თბილისი იგებდა და 26–ე წელს ჩვენ გავიმარჯვეთ და ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენი დიდი სურვილია კლუბის შექმნა, იმიტომ რომ მაღალი შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება, პირველ რიგში კი გუნდის შენარჩუნებაში", – ამბობს სპორტსმენი ვახტანგ ლებანიძე. 

Print