ახალი ამბები
"სოლიდარობა ირაკლი ჩხირკვიას" - აქცია ქუთაისში
FaceBook
"სოლიდარობა ირაკლი ჩხირკვიას", - ამ სლოგანით ქუთაისის #2-ე სასჯეაღსრულების დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის მოვლენებზე დაკავებული ჩხირკვია უკანონო პატიმარია და მისი დაუყონებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს.
ქუთაისის ციხესთან შეკრებილების თქმით, ისინი საპროტესტო აქციებს მომავალშიც გამართავენ.

ბათუმის 11-12 მარტის არეულობის ორგანიზების ბრალდებით, თავისუფალი ზონის ყოფილი წევრი, ირაკლი ჩხვირკია დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე ისჯება.

Print