ახალი ამბები
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვები დაშავდნენ
FaceBook
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში,გელათის მონასტერთან. სატვირთო ავტომობილი სამარშუტო ტაქსს დაეჯახა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.  შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. 
არსებული ინფორმაციით, ბავშვები ზესტაფონიდან გელათის მონასტერში ექსკურსიაზე იყვნენ. ავარიის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა და ისინი ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შემთხვევის შედეგად 2 ადამიანია მსუბუქად დაშავებული. საქმეძე გამოძიება კი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების სამ წლამდე ვადით შეზღუდვით.
Print